რუსეთის ტყვეობიდან უკრაინამ 49 მოქალაქე დაიბრუნა.
ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ტელეგრამის არხის საშუალებით გაავრცელა.
უკრაინამ ტყვე მოქალაქეების სანაცვლოდ რუსეთს 49 სამხედრო გადასცა, რომელთა ნაწილიც კურსკში იმყოფებოდა. ჯერჯერობით ამ ინფორმაციას რუსული მხარე არ გამოხმაურებია.
ზელენსკის ცნობით, უკრაინაში ქვეყნის შეიარაღებული ძალების, ეროვნული პოლიციის, ეროვნული გვარდიისა და სასაზღვრო სამსახურის სამხედრო წევრები დაბრუნდნენ.
მათთან ერთად მშვიდობიანი მოქალაქეებიც გათავისუფლდნენ. ერთ-ერთი წარმოშობით ყირიმელი ლენია უმეროვაა, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით, 2022 წლის ბოლოდან, წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.
უმეროვა სწორედ მაშინ დააკავეს, როცა ავადმყოფი მამის მოსანახულებლად ყირიმში წასვლას აპირებდა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსული ტყვეობისგან აზოვსტალის რამდენი მცველი და უკრაინის სამხედრო გმირი, ვიქტორ ივჩუკიც დაიხსნეს.