უკრაინამ მორიგი რუსული ბომბდამშენი, სუ-34 გაანადგურა

უკრაინამ მორიგი რუსული ბომბდამშენი, სუ-34 გაანადგურა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მორიგი რუსული ბომბდამშენი სუ-34 გაანადგურა. ინფორმაციას გენერალი ნიკოლაი ოლესჩუკი ადასტურებს.

ამასთან, გენშტაბის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს 1 საარტილერიო საშუალება, იერიში მიიტანეს 8 რაიონზე, სადაც ოკუპანტები იყვნენ განლაგებულნი.

გარდა ამისა, გენშტაბში ამბობენ, რომ რუსმა ოკუპანტებმა დღის განმავლობაში 1 სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, და 48 საავიაციო დარტყმა, რას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნგრევა მოჰყვა.