უკრაინამ და საფრანგეთმა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
"ორმხრივი შეთანხმება აკონკრეტებს იმ ვალდებულებებს, რომლებიც ჩვენ G7 ქვეყნებთან შარშან ივლისში, NATO-ს ვილნიუსის სამიტზე ავიღეთ. დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ ამ შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერეს", - აცხადებს მაკრონი.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ცოტა ხნის წინ ჩავიდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
პარიზში ვიზიტამდე ზელენსკი ბერლინს ეწვია, სადაც გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთდ ხელი მოაწერა ორმხრივ შეთანხმებას უსაფრთხოების თანამშრომლობის შესახებ.