უკრაინამ EU-სთან, ლიეტუვასა და ესტონეთთან უსაფრთხოების ხელშეკრულება გააფორმა. შეთანხმებას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში გამართულ სამიტამდე მოაწერა.
Reuter-ის ცნობით, ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმება ბლოკს ავალდებულებს, დაეხმაროს უკრაინას უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის 9 სფეროში, მათ შორისაა იარაღის მიწოდება, სამხედრო წვრთნა და სხვა.
შეთანხმებაზე ხელმოწერას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე გამოეხმაურა.
"ჩვენ პირობას ვდებთ, რომ გავაგრძელებთ იარაღის მიწოდებას, სამხედრო წვრთნებსა და დახმარებას, რომელიც უკრაინას ამ აგრესიული ომისგან თავის დასაცავად და ყოველგვარი მომავალი თავდასხმის შეკავებისთვის სჭირდება.
ეს ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენ გრძელვადიანი პერსპექტივა გვაქვს", - წერს ლაიენი.