უკრაინამ 95 სამხედრო ტყვე დაიბრუნა

უკრაინამ 95 სამხედრო ტყვე დაიბრუნა

უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს. მორიგი გაცვლის შედეგად, უკრაინულმა მხარემ სამშობლოში 95 ადამიანი დააბრუნა, მათ შორის არიან შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, ეროვნული გვარდიის წევრები და მესაზღვრეები. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

ერმაკი ამბობს, რომ სამშობლოში დაბრუნებულებს შორის 93 რიგითი და სერჟანტია, ასევე 2 ოფიცერი. მისივე თქმით, ტყვეები, რომლებიც უკრაინაში ბრუნდებიან, მარიუპოლში, კუნძულ ზმეინიზე, ასევე ბახმუტთან და აზოვსტალში დააკავეს.

ერმაკის განცხადებით, ბევრი სამხედრო ტყვეობაში დაჭრილ მდგომარეობაში იყო. თავის მხრივ რუსეთმა განაცხადა, რომ 94 რუსი სამხედრო ტყვე დაიბრუნეს.