უკრაინამ 83 დაღუპილი მებრძოლის ცხედარი ქვეყანაში დააბრუნა, რუსეთს დაჭრილი ტყვეები გადასცა

უკრაინამ 83 დაღუპილი მებრძოლის ცხედარი ქვეყანაში დააბრუნა, რუსეთს დაჭრილი ტყვეები გადასცა

უკრაინის რეინტეგრაციის სამინისტრომ განაცხადა, რომ 83 დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი უკრაინაში დააბრუნეს.

"უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცხედრების გადმოსვენება განხორციელდა რეინტეგრაციის სამინისტროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა კომისრის ოფისის დახმარებით, სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობით."- აცხადებენ სააგენტოში.

ამავდროულად, უკრაინის საკოორდინაციო შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მან რუსეთს გადასცა ტყვედ აყვანილი 5 მძიმედ დაჭრილი რუსი ჯარისკაცი, რომელთა მდგომარეობამ მათი ტრანსპორტირების საშუალება მისცა.

"ამ შემთხვევაში საუბარია არა სამხედრო ტყვეების გაცვლაზე, არამედ რეპატრიაციაზე: მძიმედ დაჭრილი ტყვეების დაბრუნებაზე ყოველგვარი პირობის გარეშე, როგორც ამას ითვალისწინებს საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონი." - აცხადებს შტაბში.

უკრაინულმა მხარემ დაჭრილები საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, ჟენევის კონვენციების 109-114-ე მუხლების გათვალისწინებით და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მონაწილეობით დააბრუნა.

რუსული მხარე პატიმრების დაბრუნებას ოფიციალურად არ ადასტურებს.