ზელენსკი: პრეზიდენტმა ტრამპმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, სანქციები მთავარი ელემენტია

ზელენსკი: პრეზიდენტმა ტრამპმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, სანქციები მთავარი ელემენტია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, იგი რუსეთს, უკრაინის ომში სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, 10-12 დღეს აძლევს.

ზელენსკის თქმით, ეს, აშშ-ის ლიდერის მხრიდან, მნიშვნელოვანი განცხადება იყო და დაამატა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მშვიდობისკენ გადადგმული ერთ-ერთი მთავარი ელემენტია.

"დღეს პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. ეს სიმართლეა: სწორედ რუსეთი აკეთებს ყველაფერს სამშვიდობო ძალისხმევის ჩასახშობად და ომის გასაჭიანურებლად. ყოველ ღამე ხდება დარტყმები - რუსეთის მუდმივი მცდელობები, ზიანი მიაყენოს უკრაინას. მართლაც, მშვიდობა შესაძლებელია, თუ ჩვენ ძლიერად და გადამწყვეტად ვიმოქმედებთ. არაერთხელ განვაცხადეთ - და ყველა პარტნიორმა იცის ეს - რომ სანქციები მთავარი ელემენტია. რუსეთი მხედველობაში იღებს სანქციებს, ასეთ დანაკარგებს. მშვიდობა სიძლიერის დახმარებით შესაძლებელია.

უკრაინა, როგორც ყოველთვის, მზადაა ითანამშრომლოს ამერიკასთან, პრეზიდენტ ტრამპთან, რაც შეიძლება პროდუქტიული გზით, რათა ეს ომი ღირსეულად და ხანგრძლივი მშვიდობით დასრულდეს. მადლობას ვუხდი უკრაინის საგარეო პოლიტიკის გუნდს. ყველას, ვინც ამისთვის - ამერიკასთან ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი ურთიერთობისთვის, მუშაობს", - განაცხადა ზელენსკიმ.