
მიუხედავად იმისა, რა უსამართლო დაკავებებიც არსებობს დღეს საქართველოში - იგონებენ, ცილს სწამებენ მათ. ალბათ, სხვა დაკავებებიც მოხდება. ჩვენ გვინდა გითხრათ, რომ ეს ომი, ბრძოლა 4 ოქტომბერს, უკვე მოგებული გვაქვს. ყველაფერი, ახლა რაც ხდება ამ მშიშარა რეჟიმის შედეგია. სხვანაირად ვერ აღწერ - ან უნდა დაგიჭირონ, ან უნდა დაგამცირონ. ეს ომი ჩვენ მოვიგეთ, რაც უნდა გავაფორმოთ 4 ოქტომბერს და ჩვენ ამასაც ვიზამთ. ასე, რომ ვიდგეთ მედგრად, ერთად. ჩვენი საქმე მართალია. აუცილებლად გავიმარჯვებთ. 4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ ამ რეჟიმს.
განაცხადა პაატა ბურჭულაძემ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას, ასევე ყოფიილი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებასთან დაკავშირებით.