ტრამპის თქმით, დაკავებულია ჩარლი კირკის სავარაუდო მკვლელი

ტრამპის თქმით, დაკავებულია ჩარლი კირკის სავარაუდო მკვლელი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით დაკავებულია კონსერვატიული ახალგაზრდული ორგანიზაციის „Turning Point USA“-ს ლიდერის, ჩარლი კირკის სავარაუდო მკვლელი.

ამის შესახებ მან Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

არსებული ცნობით, დაკავებული 30 წლამდე კაცია, რომელიც მამამისმა დაარწმუნა, ჩაჰბარებოდა პოლიციას.

"თითქმის ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ დაკავებული პირი ეჭვმიტანილია. ყველამ კარგად იმუშავა. ვიმუშავეთ ადგილობრივ პოლიციასთან, გუბერნატორთან.

თითოეულმა მათგანმა დიდებული საქმე გააკეთა იმ მხრივ, რომ ეძებ იმ ადამიანს, რომელზეც არანაირი ინფორმაცია არ გაქვს. დავიწყეთ ვიდეოთი, ვნახეთ, რომ ვიღაც იყო ზემოთ. დიდი სამუშაო ჩატარდა ამ დღეებში", - თქვა ტრამპმა.

კონსერვატიული ახალგაზრდული ორგანიზაციის „Turning Point USA“-ს ლიდერსა და დონალდ ტრამპის ახლო მოკავშირე ჩარლი კირკის იუტაში, Utah Valley University-ში გამართულ ღონისძიებაზე მაშინ ესროლეს, როდესაც ის სტუდენტებს სიტყვით მიმართავდა. იგი საავადმყოფოში გადაყვანიდან მალევე, 11 სექტემბერს გარდაიცვალა.