რუსმა ოკუპანტებმა მძინარე უკრაინაზე დღეს იერიში მიიტანეს - გამოიყენეს 10 შაჰიდის დრონი. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.
მათივე ცნობით, 10 გაშვებული ე.წ. კამიკაძე დრონიდან უკრაინამ 9 დრონი გაანადგურა.
"დრონები მრიმორისკო-ახტარსკის მიმართულებიდან გაუშვეს. სამხედროების მუშაობის შედეგად 9 საფრენი აპარატი მიკოლაევის, ოდესის, ჟიტომირის და ხმელნისკის ოლქებში განადგურდა. დრონების მოსაგერიებლად უკრაინელმა სამხედროებმა საზენიტო რაკეტები, მობილური ჯგუფები და გამანადგურებლები გამოიყენეს", - ამბობენ შეიარაღებულ ძალებში.
თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ინფორმაცია ნგრევის შესახებ არ გავრცელებულა