უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წელის აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
უკრაინის საგარეო უწყება "მკაცრად გმობს" კრემლის აგრესიულ პოლიტიკას.
"7 აგვისტოს სრულდება 16 წელი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან, რის შედეგადაც რუსეთმა ასობით უდანაშაულო ადამიანი მოკლა, მოახდინა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია.
რუსეთის ოკუპაციამ საქართველოს ეს რეგიონები ნაცრისფერ ზონად აქცია, სადაც მეფობს უკანონობა, დაკარგულია პერსპექტივები, უგულებელყოფილია ადამიანის უფლებები.
სამხედრო მოქმედებები 2008 წლის აგვისტოში შეწყდა, თუმცა რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ ამით არ დასრულებულა. მოსკოვმა გააგრძელა ე.წ. ბორდერიზაცია, ანუ საქართველოს ტერიტორიების მცოცავი ანექსია, ზეწოლა, პროპაგანდა და სხვა ჩარევის ჰიბრიდული მეთოდები.
უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მკაცრად გმობს კრემლის აგრესიულ პოლიტიკას.
რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს სუვერენული ტერიტორიიდან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად და გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს რეგიონების ე.წ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.
რუსეთის იმპერიალიზმი სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და ევროპაში რჩება უცვლელი საუკუნეების განმავლობაში და ეს მოიცავს ღრმად ფესვგადგმულ შოვინიზმს და სხვა ხალხების უგულებელყოფას, საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების უგულებელყოფას და იმპერიული ბატონობის აღდგენისკენ სწრაფვას.
რუსეთის აგრესია საქართველოს, შემდეგ კი უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ ეპიზოდია მოსკოვის ამ მრავალწლიანი იმპერიული პოლიტიკის ეპიზოდია, რომელსაც ადგილი აქვს 21-ე საუკუნეში.
დარწმუნებულები ვართ, რომ რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ დახმარება მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივ ძალისხმევას შეუძლია, აიძულოს რუსეთი დატოვოს საქართველოსა და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები და რუსი დამნაშავეები ყველა უსამართლობის, დანაშაულისა და სისასტიკის გამო დასაჯოს", - ნათქვამია განცხადებაში.