უკანონო მიგრაციის გამო, ბაიდენი მექსიკის საზღვარზე შეზღუდვებს ამკაცრებს

უკანონო მიგრაციის გამო, ბაიდენი მექსიკის საზღვარზე შეზღუდვებს ამკაცრებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მექსიკის საზღვართან უკანონო მიგრაციის გასაკონტროლებლად და თავშესაფრის მიღებასთან დაკავშირებით არსებულ შეზღუდვებს ამკაცრებს.

კერძოდ, ახალი რეგულაციების მიხედვით, ის ადამიანები, რომლებიც არალეგალურად გადაკვეთენ საზღვარს, დეპორტირებიდან, ან მათ მექსიკაში დააბრუნებენ.

მიუხედავად ამისა, გამონაკლისი იქნებიან ბავშვები, რომელთაც თან ზრდასრული ზედამხედველი არ ახლავთ. გარდა ამისა, შეზრუდები შეეხება იმ ადამიანებს, რომლების ჯანმრთელობა, ან უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა და ასევე იმათ, ვინც ტრეფიკინგის მსხვერპლნი არიან.

"ეს ნაბიჯი დაგვეხმარება მოვიპოვოთ კონტროლი ჩვენს საზღვარზე და ამ პროცესზე წესრიგის აღდგენაში. ეს შეზღუდვა იმოქმედებს მანამ, სანამ არალეგალურად შემოსვლის მცდელობების რაოდენობა არ შემცირდება იმ დონემდე, სადამდეც ჩვენს სისტემას ეფექტურად მართვის საშუალება არ ექნება", - განაცხადა ბაიდენმა.