აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს, რესპუბლიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს საქართველოდან გაგზავნილი დროშა გადასცეს.
უილსონი დროშასთან გადაღებულ ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ ქართველი ხალხის გზავნილებით აღფრთოვანებულია.
"მადლობელი ვარ, რომ მივიღე ქართული დროშა, რომელსაც საქართველოს მამაცი ხალხი ატარებს საპროტესტო აქციებზე ივანიშვილის სასტიკი რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც დემონსტრანტებს წყლის ჭავლით გაუსწორდა. აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხის მიერ დროშაზე დატანილი გზავნილებით", - წერს უილსონი.