უამინდობის გამო, ბაკურიანში 48 წლის კაცის სამძებრო სამუშაოების განახლება ვერ ხერხდება

უამინდობის გამო, ბაკურიანში 48 წლის კაცის სამძებრო სამუშაოების განახლება ვერ ხერხდება

უამინდობის გამო, ბაკურიანში 48 წლის კაცის სამძებრო სამუშაოების განახლება ვერ ხერხდება.

სამძებრო სამუშაოები გუშინაც ამინდის გაუარესების გამო შეწყდა. პროცესს მეტეოროლოგიური პირობების გარდა, ადგილზე არსებული ვითარებაც ართულებს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მცირე გაუფრთხილებლობამაც კი შესაძლებელია თოვლის მასის ხელახალი ჩამოშლა გამოიწვიოს.

48 წლის კაცი მთიდან ჩამოსულმა თოვლის მასამ 28 მარტს მოიყოლა.