უახლოეს მომავალში პუტინი ჩრდილოეთ კორეაში ჩასვლას გეგმავს

უახლოეს მომავალში პუტინი ჩრდილოეთ კორეაში ჩასვლას გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩრდილოეთ კორეაში ჩასვლას გეგმავს. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ისაუბრა, თუმცა ვიზიტის კონკრეტულ თარიღზე არაფერი უთქვამს.

თავდაპირველად ინფორმაცია ვიზიტის შესახებ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაში გავრცელდა და განაცხადეს, რომ ის უახლოეს მომავალშია დაგეგმილი.

"არ არსებობს [ზუსტი თარიღები], დიპლომატიური არხებით კოორდინაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს, როცა თარიღები დაფიქსირდება, ჩვენ შეგატყობინებთ ამის შესახებ", - განაცხადა პესკოვმა.

მანამდე ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩოი სონგ ჰუი რუსეთს ეწვია. მას მოლაპარაკებები ჰქონდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან. ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ვლადიმერ პუტინსაც შეხვდა. რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა თქვა, რომ მათ "ყველაზე აქტუალურ საერთაშორისო საქმეებზე" ისაუბრეს.