
დღეს თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც მთელი დღის განმავლობაში საცხოვრებლიდან ადამიანების ძალადობრივად გამოსახლება ხდებოდა, შსს-მ ჯამში 17 ადამიანი დააკავა.
ინფორმაციას ამის შესახებ უწყებაში ადასტურებენ.
მათივე ცნობით, ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე არიან დაკავებულები.
დაკავებულთა შორის არიან აღნიშნულ საცხოვრებელში მცხოვრები რამდენიმე ადამიანი, სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტები.