თურქეთში სოფელ მუხურის გამგებელი დააკავეს - საქმე ნარკოდანაშაულს ეხება

თურქეთში სოფელ მუხურის გამგებელი დააკავეს - საქმე ნარკოდანაშაულს ეხება

საქართველო-თურქეთის საზღვარზე თურქულმა სამართალდამცველებმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის გამგებელი ბაკურ ქომეთიანი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი დაკავება დიდი ოდენობით ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეს ეხება.

დაუზუსტებელი ცნობებით, ქომეთიანი საზღვარს თანმხლებ პირთან ერთად კვეთდა, როცა, სავარაუდოდ, ნაქირავებ ავტომობილში ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ტიპის და რა მოცულობის ნარკოტიკზეა საუბარი.