
მოსამართლე გიორგი არევაძემ აქტივის არჩილ მუსელიანცს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - ეს მე-14 აქტივისტია, რომელიც 2024 წლის ნოემბრის პროევროპული საპროტესტო აქციების შემდეგ დააპატიმრეს. მაშინ, როცა მმართველი პარტია ნამდვილ დამნაშავეებს იცავს, ერთგული მოსამართლეები მოქალაქეებს აპატიმრებენ. ეს სამართლიანობა არ არის - ეს რეპრესიაა.
ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არჩილ მუსელიანცის მიმართ გამოტენილ განაჩენს.