არჩილ მუსელიანცს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა

არჩილ მუსელიანცს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა

მოსამართლემ არჩილ მუსელიანცს 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა

არჩილ მუსელიანცს ბრალად ედებოდა პარლამენტის შენობის წინ, ბოძზე დამაგრებული კამერების დენის წყაროს მიზანმიმართული დაზიანება და მისთვის ცეცხლის წაკიდება.

ის 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე აქციის პარალელურად დააკავეს. სინდისის პატიმარს იზოლატორში მიყვანამდე ფიზიკურად გაუსწორდნენ, შეუზღუდეს ადვოკატის ყოლის შესაძლებლობა და ოჯახის წევრების მიმართ დაემუქრნენ. ამ საქმეზე არავინ დასჯილა.