FBI ჯონ ბოლტონის სახლში ჩხრეკას ატარებს

FBI ჯონ ბოლტონის სახლში ჩხრეკას ატარებს

აშშ-ის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურო (FBI) ეროვნული უსაფრთხოების საქმის ფარგლებში, სასამართლოს სანქციით, ყოფილი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკას ატარებს, – ამის შესახებ CNN წერს წყაროზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, ჟურნალისტებმა ბოლტონის ვაშინგტონის მახლობლად მდებარე სახლთან რამდენიმე FBI-ის თანამშრომელი შენიშნეს. აგენტები სახლს შიგნიდან ამოწმებდნენ, ნაწილი კი შენობის აივანზე მყოფ პირთან საუბრობდა.

CNN-თან ბოლტონმა განაცხადა, რომ გამოძიების შესახებ არაფერი იცოდა და დეტალებს ჯერ კიდევ არკვევს.

პირველად ინფორმაცია ჩხრეკის შესახებ „ნიუ იორკ პოსტმა“ გაავრცელა. მოგვიანებით FBI-ის დირექტორმა, კაშ პატელმა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „აგენტები მისიის შესასრულებლად“ იყვნენ, თუმცა დაუზუსტებელია, გულისხმობდა თუ არა ამ ოპერაციას. „არავინ დგას კანონის ზემოთ... FBI-ის აგენტები მისიის შესასრულებლად არიან,“ – აღნიშნა პატელმა.

სხვა კომენტარს FBI კომენტარს არ აკეთებს.