თურქეთში, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 66 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - დაშავბულია 51

თურქეთში, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 66 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - დაშავბულია 51

თურქული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე, ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარს 66 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა 51 პირი.

შემთხვევა ბოლუს პროვინციაში მდებარე კურორტში მოხდა. ცეცხლი ადგილობრივი დროით ღამის 03:30 საათზე 12-სართულიანი სასტუმროს მეოთხე სართულზე გაჩნდა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, შემთხვევის დროს სასტუმროში 234 სტუმარი იმყოფებოდა. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ზოგიერთმა სასოწარკვეთილმა დამსვენებელმა ფანჯრებიდან გადახტომა სცადა, რადგან ცეცხლმა სასტუმროს ზედა სართულები მოიცვა.

როგორც ცნობილია, 12 სართულიანი სასტუმრო კლდეზე მდებარეობდა, რაც ხანძრის ჩაქრობას ართულებდა.

შემთხვევის ადგილზე 30 სახანძრო და 28 სასწრაფო დახმარების მანქანა გაგზავნეს. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების 267 პერსონალი.