თურქეთში, სამგზავრო ავტობუსის ავარიას 9 ადამიანი ემსხვერპლა, 30 კი დაშავდა.
ავტობუსი, რომელიც ქალაქ მარდინის მიმართულებით მიდიოდა, მაგისტრალზე, მოსახვევში ბარიერს შეეჯახა და გადაბრუნდა.
15-მდე დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია. ისინი რამდენიმე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავტობუსში სულ 43 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის მძღოლი და მისი ორი დამხმარე. ავარიის მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.