თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა - დაიღუპა 12 ადამიანი

თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა - დაიღუპა 12 ადამიანი

თურქეთის პროვინცია იოზგატში სამგზავრო ავტობუსის ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, ავტობუსი ხევში გადავარდა.

შემთხვევის შედეგად დაშავებულია 20 ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.