თურქეთში, ჩანაქკალეს პროვინციის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 7 ბავშვია.
ამის შესახებ ინფორმაციას პროვინციის გუბერნატორი ავრცელებს.
სანაპირო დაცვის სამსახურმა ორი ადამიანი გადაარჩინა, ორმა კი ნაპირზე გამოსვლა თავად შეძლო. ადგილობრივი მთავრობის ცნობით, ადგილზე სამაშველო-სამძებრო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართულია თვითმფრინავი, ორი ვერტმფრენი და 18 ხომალდი. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი მიგრანტი იმყოფებოდა რეზინის ნავში.