თურქეთში, კუბასა და შვეიცარიაში საქართველოს ახალი ელჩები ეყოლება

თურქეთში, კუბასა და შვეიცარიაში საქართველოს ახალი ელჩები ეყოლება

ქართული ოცნების პრემიერის ირაკლი კობახიძის განკარგულებით, საქართველოს თურქეთში, კუბასა და შვეიცარიაში ახალი ელჩები ეყოლება.

ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი კობახიძემ ქართული ოცნების პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს თურქეთის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად - არჩილ კალანდიას, კუბის რესპუბლიკაში - გრიგოლ ბარამიძის, შვეიცარიის კონფედერაციაში კი - შოთა გეწაძის კანდიდატურა წარუდგინა.

გრიგოლ ბარამიძე ნინო ბურჯანაძის პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობას იკავებდა, 1995 - 1999 წლებში ის სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო. ბიოგრაფიული ლექსიკონის თანახმად, 2014 წლიდან პოლიტიკურ და მეცნიერულ საქმიანობას ეწევა.

არჩილ კალანდია 2005 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. 2018 წლიდან მას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა ეკავა.

შოთა გეწაძე ყოფილი მოსამართლეა, მან თანამდებობა 2023 წელს დატოვა. ელჩად დანიშვნის განკარგულებამდე, ის შვეიცარიაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის თანამდებობას იკავებდა. 2011 წელს მან ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა კანონიერად ცნო, 2019-ში კი თქვა, რომ "ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა მაშინდელ კონსტიტუციასთან შესაბამისი იყო, დღეს რომ მოქმედებდეს იგივე კანონმდებლობა, მივიღებდი იმავე გადაწყვეტილებას".