თურქეთში ტურისტული ავტობუსი გზიდან გადავიდა და 50 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა.
ავარია სოფელ კარაკურტთან ახლოს მოხდა, დაწყებულია გამოძიება. ავტობუსში საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ.