თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მესამე ადგილზე გასული კანდიდატი სინან ოგანი მეორე ტურში მხარს რეჯეპ ტაიფ ერდოღანს დაუჭრეს.
"გადაწყვეტილება მივიღეთ განხილვის შემდეგ ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისა და ერისთვის სწორი იქნება"- თქვა მან.
თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება.
პირველი ტური 14 მაისს ჩატარდა, სადაც ერდოღანმა ხმების 49,52% მიიღო, ქემალ ქილიჩდაროღლუმ კი ხმების 44,88%.
პირველ ტურში სინან ოგანმა ხმების 5,17% მიიღო და მესამე ადგილი დაიკავა.