ცოლის ცნობით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი მშრალ შიმშილობაზე გადავიდა. სადიგოვი 136 დღეა, რაც შიმშილობს.
სევინჩ სადიგოვა, აფგან სადიგოვის მეუღლე პასუხისმგებლობას ილჰამ ალიევსა და ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.
“ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ასრულებს ილჰამ ალიევის პოლიტიკურ დაკვეთას! ორივე რეჟიმი ხალხის მტერი და მკვლელია,” – წერს სადიგოვის მეუღლე ფეისბუკზე.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საექსტრადაციო პატიმრობა კვლავ 3 თვით გახანგრძლივდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა მიიღო.
სადიგოვის წარმომადგენელი, ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრიდან, ქეთი ჩუთლაშვილი გირაოს სანაცვლოდ სადიგოვის გათავისუფლებას ითხოვდა, მაგრამ სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.