"წვიმა, მაღალმთაში თოვლი" - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

"წვიმა, მაღალმთაში თოვლი" - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 მარტიდან 20 მარტის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში წვიმა, მაღალმთაში თოვლია მოსალოდნელი - შესაძლებელია ნისლიც.

სააგენტოში ამბობენ, რომ მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლოა, მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.

"ხილვადობის გაუარესებისა და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა", - წერს სააგენტო.