წვიმა და ზოგან თოვლი - როგორი ამინდი იქნება საქართველოში

წვიმა და ზოგან თოვლი - როგორი ამინდი იქნება საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა.

სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მათივე თქმით, საფრთხის დონე საშუალოა.