
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ოკუპირებულ სევასტოპოლში, ხერსონესის აეროდრომზე, რუსული დრონების ბაზა გაანადგურეს, – ამის შესახებ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალები სოციალურ ქსელში იუწყება.
დარტყმის შედეგად დაზიანდა სამი Mohajer-6 და ორი Forpost ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებსაც რუსეთი შავი ზღვის აკვატორიის სადაზვერვო მონიტორინგისთვის იყენებდა.