წუწლუკიანის დროებითი საგამოძიებო კომისიის მანდატი გაფართოვდა

წუწლუკიანის დროებითი საგამოძიებო კომისიის მანდატი გაფართოვდა

ენმ-ის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მანდატი გაფართოვდა.

გადაწყვეტილება პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღეს.

დეპუტატებმა კენჭი უყარეს დადგენილების პროექტს, რომლის გათვალისწინებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევ საკითხად განისაზღვრება „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობა“.