წულუკიანი: თავდასხმა ვერ იქნება თუ ვინმე მეტყვის: შე ლილიპუტო, მონა და ა.შ

აქ საუბარია თავდასხმაზე. თავდასხმა ვერ იქნება ყველანაირი გამონათქვამი. თავდასხმა თავის თავში, რა თქმა უნდა, მოქმედებას გულისხმობს, მაგრამ ეს ვერ იქნება, მაგალითად, თუ ვინმე მეტყვის: შე ლილიპუტო, ან რამე რაღაც ამდაგვარს, რაც ხშირად გვსმენია, მონა და ა.შ.

არ მგონია, რომ ასეთი ტიპის თავდასხმაზეა საუბარი, თავდასხმა შეიძლება იყოს ვერბალურიც, მაგრამ უნდა იყოს თავდასხმის მახასიათებლებიც. მე თუ ასეთ თავდასხმებს არ აღვიქვამ სერიოზულად, მე თვითონ გამიჭირდება, ამას მივცე თავდასხმის კვალიფიკაცია, მაგრამ აქაც იგივეა, რაც წინა შემთხვევაში - საჯარო მოხელეებში, მოსამსახურეებში, ძალოვან სტრუქტურებშიც კი და პოლიტიკური თანამდებობის პირებში არის დაუცველობის სრული განცდა. ეს ძალიან ცუდია სახელმწიფოსთვის.

ამტკიცებს თეა წულუკიანი რუსთავი 2-ის ეთერში. მან ქართული ოცნების მიერ დაინიცირებულ კანონმდებლობაზე ისაუბრა.