თეა წულუკიანი ირწმუნება, რომ მედიასთან დაკავშირებული ინიცირებული კანონის მიღების შემდეგ შესაბამისი ორგანოები შეიქმნება ან რეფორმირდება, რომელიც მედიასაშუალებებს დაკვირდება. ამის შესახებ წულუკიანმა რუსთავი 2 -ის ეთერში ისაუბრა.
მისივე მტკიცებით, "როდესაც ადამიანს აბრალებენ, რაც არ არის სიმართლე - გეუბნებიან, რომ შენ ხარ ჟირაფი და უნდა ამტკიცო, რომ არ ხარ ჟირაფი".
"მედია საკმარისია, რომ თავის თავს მისცეს უფლება იყოს არაკეთილსინდისიერი. დღეს, აბსოლუტურად ყველანაირი რეაგირების გარეშე ვინმესგან მედიასაშუალებას შეუძლია გაავრცელოს ტყუილი და ეს შემოგვასაღოს სიმართლედ. [..]
ეს, რა თქმა უნდა, არ უნდა შევაფასოთ ჩვენ იარსებებს შესაბამისი ორგანოები, როგორიც თქვენ ახსენეთ, ან იგივე ორგანოების [მარეგულირებელი კომისია, ეთიკის ქარტია] რეფორმირება უნდა მოხდეს, რათა ისინი ეფექტურები გახდნენ.
ვერც ერთ შემთხვევას, მე პირადად, ვერ ვიხსენებ, როდესაც ღირდა სადმე ჩივილი. როდესაც ადამიანს აბრალებენ, რაც არ არის სიმართლე - გეუბნებიან, რომ შენ ხარ ჟირაფი და უნდა ამტკიცო, რომ არ ხარ ჟირაფი", - თქვა წულუკიანმა.
***
ქართული ოცნება მედიის შესაზღუდად და ცენზურის დასაწესებლად ახალი კანონის მიღებას გეგმავს. ეს განცხადება არალეგიტიმური, ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, ხვალიდანვე დაიწყებენ მუშაობას ახალი კანონის დასაინიცირებლად, რომლითაც "დადგინდება მედიის ობიექტურობის, ასევე ჟურნალისტიკური ეთიკის სტანდარტები, განისაზღვრება მათი მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები. შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან.