წყალტუბო-ქუთაისის გზაზე ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 3

წყალტუბო-ქუთაისის გზაზე ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 3

ქუთაისი-წყალტუბოს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა 3.

ამ დროისთვის ადგილზე პოლიციის და სასწრაფო დახმარების მანქანები არიან მობილიზებულნი.

ფორმულას შსს-ის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.