წყალდიდობისგან დაზარალებულ ვალენსიაში 10000 ჯარისკაცსა და პოლიციელს გააგზავნიან

წყალდიდობისგან დაზარალებულ ვალენსიაში 10000 ჯარისკაცსა და პოლიციელს გააგზავნიან

ესპანეთის პრემიერმინისტრი ბრძანებით, ვალენსიაში, სადაც სტიქიას ებრძვიან, დამატებით 5000 სამხედროსა და 5000 პოლიციელს გააგზავნიან. მოსახლეობა ხელისუფლებას წყალდიდობაზე რეაგირების გამო აკრიტიკებს.

ბოლო მონაცემებით, ვალენსიასა და მის შემოგარენში სტიქიის შედეგად სულ მცირე 211 ადამიანი დაიღუპა. მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.

ორშაბათს დაწყებულმა ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია, რის გამოც ჩაინგრა ხიდები და ქალაქები ტალახით დაიფარა, ხოლო დასახლებული პუნქტები წყლის, საკვებისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ვალენსიის რეგიონში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში უკვე ჩართულია 1700 ჯარისკაცი.

მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლება აკრიტიკებს იმის გამო, რომ სწრაფი რეაგირება არ ჰქონიათ და არც წყალდიდობაზე ყოფილა რაიმე გაფრთხილება.

40 წლის ამპარო ანდერსმა, რომელიც ვალენსიაში მაღაზიაში ფლობს, BBC-ს უთხრა, რომ წყლის დონემ შენობაში კისრამდე მიაღწია.

"ცოცხალი ვარ, მაგრამ ყველაფერი დავკარგე. ჩემი ბუზნესი, ჩემი სახლი. და ხელისუფლება არაფერს აკეთებს. მხოლოდ ხალგაზრდობა გვეხმარება", - უთხრა ქალმა ჟურნალისტებს.

კრიტიკის ობიექტი ცენტრალური ხელისუფლებაცაა იმის გამო, რომ სამხედრო მოსამსახურეების მობილიზება უფრო ადრე არ დაიწყო და უარი თქვა საფრანგეთის მთავრობის შეთავაზებაზე 200 მეხანძრე-მაშველის გაგზავნის შესახებ.

ესპანეთის პრემიერმინისტრმა პედრო სანჩესმა პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად.

BBC წერს, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც წყალდიდობა ამდენად ძლიერი იყო, არის ნალექის ნაკლებობა მთელი წლის განმავლობაში, რის გამოც აღმოსავლეთით და სამხრეთით მდებარე ბევრ რაიონში მიწამ წვიმის სათანადოდ შეწოვა ვერ შეძლო. სახელმწიფო მეტეოროლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, ჩივას რეგიონში, რომელიც ვალენსიასთან ახლოს მდებარეობს, რვა საათის განმავლობაში იმდენი ნალექი დაფიქსირდა, რამდენიც ჩვეულებრივ მთელი წლის განმავლობაში.