ავტობანზე, წიწამურთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მოპედი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ, რის შედეგადაც მოპედის მძღოლი დაიღუპა.
შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.