წითლიძე: ზუგდიდში ოცნების ზონდერი ფიზიკურად უსწორდება დამკვირვებლებს და ოლქის წევრებს

წითლიძე: ზუგდიდში ოცნების ზონდერი ფიზიკურად უსწორდება დამკვირვებლებს და ოლქის წევრებს

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ანა წითლიძე Facebook-ზე ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც მე-9 საარჩევნო უბანზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება ჩანს.

წითლიძის ცნობით, ქართული ოცნების "ზონდერები" დამკვირვებლებსა და ოლქის წევრებს ფიზიკურად გაისწორდნენ.

"მე-9 უბანი! ქართული ოცნებია ზონდერი გიორგი ჯიქია ფიზიკურად უსწორდება დამკვირვებკებს და ოლქის წევრებს!" - დაწერა წითლიძემ.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

"გიორგი ჯიქიაა ეს ადამიანი. ეს ადამიანი ყველა არჩევნებზე მონაწილეობდა, მათ შორის ბოლო არჩევნბზეც, იმაში, რომ ის უბანი დაერბია. გვაქვს აუდიო/ვიდეო ჩანაწერები, როგორ მონაწილეობს პირადობის მოწმებების ჩამორთმევაში და ასევე არიგებს ნარკოტიკულ საშუალებებს. არის ქართული ოცნების ზონდერი, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა დამკვირვებლებს. მიზანია რომ პროცესი ჩაშალოს. ახლაც ისე არაადეკვატურად იქცევა, რომ მოვითხოვ ნარკოტიკულ შემოწმებაზე გადაიყვანონ", - განაცხადა წითლიძემ ფორმულას ეთერში.