წითლიძე მელიაზე: თავისი პოზიციონირებით თვითონ გამორიცხა საკუთარი თავი ენმ-დან

პარტიის წევრობა და ნაციონალური მოძრაობის წევრობა არ ნიშნავს მხოლოდ მანდატს და ეს არ არის მხოლოდ რაღაც იურიდიული დოკუმენტი. ნაციონალური მოძრაობის წევრობა ნიშნავს თანხვედრას ნაციონალური მოძრაობის ღირებულებებთან. ადამიანი, რომელიც მთელი ერთი წელია დაკავებულია იმით, რომ ლანძღავს პარტიას. ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი პოზიციონირებით თვითონ გამორიცხა საკუთარი თავი ნაციონალური მოძრაობიდან. თუ ვინმეს ვნებს ეს იწილო-ბიწილო და თუ ვინმეს ავტორიტეტს მათ შორის ანულებს, ეს არის ნიკა მელია და მე არ მინდა ეს ვნახო, იმიტომ, რომ მე ნიკა მელიას ვიცნობ [როგორც] პოლიტიკოსს, რომელსაც აქვს ძალიან დიდი პოტენციალი იმისი, რომ იბრძოლოს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მაგრამ არა იმ პარტიის წინააღმდეგ, რომელმაც მას მისცა ძალიან დიდი პოლიტიკური ტრამპლინი.

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ანა წითლიძემ.