წითლიძე Edison-ზე: ენმ-ს აქვს პოტენციალი, რომ ამომრჩევლები კიდევ უფრო მეტად გაზარდოს

წითლიძე Edison-ზე: ენმ-ს აქვს პოტენციალი, რომ ამომრჩევლები კიდევ უფრო მეტად გაზარდოს

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ანა წითლიძე ფორმულას დაკვეთით Edison Research-ის მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმაურება. როგორც ის კვირის ფორმულასთან ამბობს, ენმ-ს აქვს პოტენციალი, რომ ამომრჩეველთა რაოდენობა მომდევნო ერთ წელში კიდევ უფრო გაზარდოს.

"ჩვენ 2024 წელს ვხვდებით ბევრად უფრო ძლიერები, ვიდრე შეიძლებოდა, ვყოფილიყავით 1 წლის წინ, თუმცა ეს არ არის ნამდვილად, ის შედეგი, რომელსაც ჩვენ საარჩევნოდ ჩვენი პარტიისთვის ველით. ვფიქრობთ, რომ ნაციონალურ მოძრაობას პოტენციალი იმისა, რომ ამომრჩეველი კიდევ უფრო მეტად გაზარდოს, აქვს. ჩვენ არ ვიბრძვით საპატიო ოპოზიციონერობისთვის, ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებისთვის კოალიცია სტრატეგია აღმაშენებელთან ერთად იმისთვის, რომ გავიდეთ პირველ ადგილზე და ვიყოთ მთავარი იმ პარტიებს შორის, რომელიც შეცვლის ხელისუფლებას და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება", - თქვა წითლიძემ.

***

Edison Research-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:

  • ქართული ოცნება - 36.6%
  • ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი - 21.5%
  • საქართველოსთვის - 8.8%
  • ლელო - 6.7%
  • გირჩი/დროა - 5%
  • ლეიბორისტული პარტია - 4.7%
  • ხალხისთვის - 3.7%
  • ალტ-ინფო - 3%
  • გირჩი (იაგო ხვიჩია) - 2.9%
  • ხალხის ძალა - 2.5%
  • მოქალაქეები - 1.7%
  • პატრიოტთა ალიანსი - 1.7%
  • ევროპული საქართველო - 0.7%
  • სხვა - 0.5%