წინა ხელისუფლების "საქმიანობის შემსწავლელი" კომისიის თავმჯდომარე წულუკიანი იქნება

წინა ხელისუფლების "საქმიანობის შემსწავლელი" კომისიის თავმჯდომარე წულუკიანი იქნება

წინა ხელისუფლების "საქმიანობის შემსწავლელი კომისიის" თავმჯდომარე ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატი თეა წულუკიანია, მისი მოადგილე კი "ხალხის ძალიდან" სოზარ სუბარი.

დღეს კომისიის პირველი სხდომა მიმდინარეობს. წულუკიანი და სუბარი თავმჯდომარედ და მოადგილედ დღევანდელ სხდომაზე აირჩიეს.

კომისიაში არიან:

ქართული ოცნებიდან: თეა წულუკიანი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, პაატა სალია

"ხალხის ძალიდან": სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი.

ევროპელი სოციალისტებიდან: ილია ინჯია

ქართულმა ოცნებამ "2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი" დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნა.

კომისიის შექმნა ქართულმა ოცნებამ 2025 წლის 9 იანვარს დააანონსა. მამუკა მდინარაძის თქმით, საგამოძიებო კომისია 6 თვის განმავლობაში იმუშავებს და მოამზადებს დასკვნას, რომელსაც განიხილავენ და დაამტკიცებენ სექტემბრის პირველი სასესიო კვირისთვის.