რუსული კანონის მხარდამჭერი ქართული ოცნების დეპუტატის ნინო წილოსანის აზრით, ცნობილი ადამიანები - სპორტსმენები, მოდელები, წამყვანები და ა.შ. კანონის საწინააღმდეგო აქციას მხარდაჭერას ლაიქების გამო უცხადებენ.
წილოსანი მათ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზეც კი აძლევს რჩევას.
"თავისთავად, ინსტაგრამ სთორები უფრო მეტ ლაიქებს მოგიტანთ...
მაგრამ ისტორიის სწორ მხარეს დგომა და ნაცების რევოლუციური სცენარისგან დისტანცირება, თქვენი როგორც მოქალაქეების, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა", - დაწერა წილოსანმა.