ალიევი: 1917 წელს რუსულმა არმიამ აზერბაიჯანის ოკუპაცია მოახდინა, მათ ხალხს მოატყუეს

ალიევი: 1917 წელს რუსულმა არმიამ აზერბაიჯანის ოკუპაცია მოახდინა, მათ ხალხს მოატყუეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა "ალ არაბიასთან“ ინტერვიუში აზერბაიჯანის გასაბჭოება ოკუპაციად შეაფასა.

კერძოდ, მან განაცხადა, რომ 1917 წელს რუსეთის არმია ქვეყანაში შეიჭრა და მისი ოკუპაცია მოახდინა.

"რუსეთის იმპერია დაინგრა 1917 წელს, აზერბაიჯანმა კი დააარსა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა. ეს იყო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა მუსლიმურ სამყაროში, რომელიც დაარსდა 1918 წლის მაისში. ის არსებობდა 1920 წლის აპრილამდე, სანამ რუსეთის არმია შეიჭრა აზერბაიჯანში და მოახდინა მისი ოკუპაცია. ბოლშევიკებმა, რომლებმაც რევოლუცია მოახდინეს 1917 წელს, ხალხს მოატყუეს. მათი ლოზუნგები იყო: "ქარხნები – მუშებს, მიწა – გლეხებს, თავისუფლება – ხალხებს".

ჩვენ დავაარსეთ ჩვენი სახელმწიფო, მაგრამ ბოლშევიკებმა ის წაგვართვეს. 1920 წლის აპრილში რუსეთის არმია შეიჭრა აზერბაიჯანში და მოახდინა მისი ოკუპაცია. 1920 წლის ნოემბერში, სულ რაღაც რამდენიმე თვის შემდეგ, საბჭოთა რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, წაეღო ზანგეზური — რასაც ჩვენ დასავლეთ ზანგეზურს ვუწოდებთ — აზერბაიჯანისგან და მიეცა სომხეთისთვის. ასე გაიყო აზერბაიჯანი ორ ნაწილად: კონტინენტურ ნაწილად და ნახიჩევანად, რომელთა შორისაც დასავლეთი ზანგეზური იყო მოქცეული", - განაცხადა ალიევმა ინტერვიუში.