
მეგობრებო, "ანტიქართული ოცნება" გადავიდა საბოლოო სტადიაზე და All in შევიდა. ამ სტადიას შეგვიძლია ვუწოდოთ "ან ყველაფერი, ან არაფერი"!როგორც ჩანს, ქოცებმა ზუსტად იციან, რომ უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ და ყველაფერს აკეთებენ, რომ შანსი არ დარჩეს, რომ ოდესმე უკან დავიბრუნოთ.ასეთია დაკვეთა რუსეთიდან და ესაა პუტინის ახდენილი ანტიქართული ოცნება.13 სექტემბერის აქციის დაანონსებას "ანტიქართულმა ოცნებამ" სრული ისტერიით და საზოგადოებისთვის ომის გამოცხადებით უპასუხა. ესე იგი, ძალიან ეტკინათ! ესე იგი სწორია! ესეიგი უნდა ვიყოთ არა ბევრნი, არამედ ყველა!ჩემი მხარდაჭერა ყველა NGO-ს!დღეს, რეალურად, მათზე გაკეთებული განცხადებით, "ანტიქართულმა ოცნებამ", პრაქტიკულად გახსნა პანდორას ყუთი სახელად "სახელმწიფო გადატრიალების საქმე". რასაც იქედან ამოუშვებს, ყველაფერი უკან უნდა მივუბრუნოთ პროპაგანდას!ოლიგარქია უნდა დაემხოს!
წერს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია საპატიმრო დაწესებულებიდან.
დღეს, 27 აგვისტოს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, 7 ორგანიზაციის ანგარიშებს ყადაღა დაადეს.