წილოსანი ოდიშარიაზე: ბოდიშს ვიხდი ჩემი კოლეგის ნაცვლად

წილოსანი ოდიშარიაზე: ბოდიშს ვიხდი ჩემი კოლეგის ნაცვლად

ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი თანაგუნდელის, ბექა ოდიშარიას მიერ ქალი დეპუტატების მისამართით შეურაცხმყოფელი რეპლიკის გამოყენების გამო ბოდიშს იხდის.

"ძალიან სამწუხაროა და წარმოუდგენელია ფორმულირებაა. ვერაფერს ვიტყვი, ბოდიშს ვიხდი ჩემი კოლეგის ნაცვლად", - ამბობს წილოსანი მთავარ არხთან.

***

დღეს პარლამენტში კვოტირების განხილვისას ოდიშარიამ დეპუტატი ქალები შეურაცხმყოფელი, მიზოგინური რეპლიკით მოიხსენია და მათ "მოუტ*ვნელი ქალები" უწოდა.

"დედა მოვტ*ან თქვენი, მოუტ*ვნელი დედაკაცების ჯოგი. ეს არის მოუტ*ვნელი ქალების სინდრომი, მოუტ*ვნელის", - თქვა ოდიშარიამ პარლამენტში.