განსაკუთრებულად არაფერი მზადდება, ჩვენი პოზიცია გაცხადებულია. არ ჩავერთვებით იმ მიზანმიმართულ კამპანიაში, რომელიც სახელმწიფოს ერთ-ერთი ინსტიტუციის, სასამართლოს მიმართ არის მიმართული, შესაბამისად, მოვიმოქმედებთ ყველა ღონეს, რომ ეს მანვე კამპანია არ იყოს ჩვენი მხრიდან მხარდაჭერილი. ოპოზიციამ დაადასტურა, რომ არც კანონები ესმით, არც რეგლამენტი, ამიტომ კარგი იქნება, თუ წაიკითხავენ რეგლამენტს და უფრო მეტად მომზადებულები იქნებიან, რა არის კანონის მიხედვით შესაბამისი ინსტრუმენტები, რომლებიც შეგვიძლია ჩვენ გამოვიყენოთ.
განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა ნინო წილოსანმა.
სასამართლო სისტემაში კორუფციის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის დაყენება პარლამენტში კენჭისყრაზე დღესაც იგეგმება. კომისიის შექმნას ოპოზიცია ითხოვს, თუმცა ოცნება ამ ინიციატივას არ იზიარებს. კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე 2-ჯერ ჩავარდა, რადგან ოცნებამ რეგისტრაცია არ გაიარა.