წილოსანი არ პასუხობს კითხვას, არის თუ არა პუტინი დიქტატორი

წილოსანი არ პასუხობს კითხვას, არის თუ არა პუტინი დიქტატორი

ქართული ოცნების არალეგიტიმური, ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატი ნინო წილოსანი არ პასუხობს კითხვას, არის თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დიქტატორი.

ფორმულას ჟურნალისტმა მას ჰკითხა - "გვითხარით, რას ფიქრობთ პუტინზე, არის თუ არა ის დიქტატორი", რაზეც წილოსანმა უპასუხა:

"მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი საინფორმაციო დღის წესრიგი არ მიმდინარეობს დიქტატორების განხილვასა და მსჯელობაზე. [...] ამ შემთხვევაში, მე პასუხს არ გაგცემთ", - ამბობს წილოსანი.

ჟურნალისტის ჩაკითხვაზე, რატომ არ პასუხობს ის კითხვას, ნინო წილოსანი ამბობს:

"არ ვაპირებ, რომ თქვენი საინფორმაციო დღის წესრიგით ვიმოქმედო და ამიტომ არ გაგცემთ პასუხს. რაც ჩემს ინტერესში არ არის და თქვენს დღის წესრიგს ემსახურება, არაფერზე არ გაგცემთ პასუხს", - ამბობს ის.