წერილი ვოლოდიმირ ზელენსკის თბილისიდან

წერილი ვოლოდიმირ ზელენსკის თბილისიდან

წერილი თბილისიდან კიევში. ადრესატები არიან უკრაინის პრეზიდენტი და რადა. გამოვლინდეს მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე ყველა პირი. საქართველოში საზოგადოების წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების ხელმოწერები შეგროვდა. ზელენსკის მთავრობასა და საკანონმდებლო ორგანოს მიმართავენ, გამოძიება უკრაინის პროკურატურამ დაიწყოს, რადგან მიხეილ სააკაშვილი სწორედ უკრაინის მოქალაქეა. ტექსტში წერია, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და ის უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს. დღეს გაიმართა მომდევნო სასამართლო პროცესი, რომელშიც პატიმარმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა.