წალკასთან ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა

წალკასთან ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა

სოფელ წალკასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა.

შსს-ს თანახმად, მსუბუქი ავტომობილი მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული 2 მსუბუქი ავტომობილიდან გადმოსულ ოთხ ადამიანს დაეჯახა.

შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით 3 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი - კლინიკაში.

მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალდებული დაკავებულია.