
დიახ, ეს მართლაც ასე იქნება. პრეზიდენტ ტრამპს სჯერა, რომ შესაძლებელია "მშვიდობის დამყარება ძალით" - (Peace through strength). ვხედავთ მის წარმატებას მთელ მსოფლიოში — აზერბაიჯანი, სომხეთი, ინდოეთი, ღაზას სამშვიდო გეგმა, ის დებს შედეგს.
და მას შემდეგ, რაც კონგრესმა დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი მეგობარ აქტს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ახლახან, კიდევ ერთხელ, მხარი დაუჭირა არაღიარების პოლიტიკას ქართული ოცნების არალეგიტიმური მთავრობის მიმართ, ახლა კიდევ უფრო მეტად იქნება ყურადღება გამახვილებული საქართველოში არსებულ ვითარებაზე.
ამბობს ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი ფორმულას გადაცემა გეოპოლიტიკაში წამყვანის კითხვაზე, არის თუ ახლა შესაძლებელი, რომ დონალდ ტრამპმა საქართველოსთვის მოიცალოს და ქვეყანა მის ფოკუსში მოექცეს.